მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური სომხეთს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ერიკ ზემური პირველი წინასაარჩევნო ვიზიტით სომხეთს ეწვევა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო REGNUM-ი BFM TV-ზე დაყრდნობით.

ერიკ ზემურმა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, თავის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტისთვის სომხეთი, “საფრანგეთის ძველი მეგობარი” აირჩია. ვიზიტი 2021 წლის 11-დან 14 დეკემბრამდე გაიმართება.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ვალერი პეკრესი, ასევე, შობის წინ ეწვევა სომხეთს.

ფრანგული BVA კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ვალერი პეკრესი ხმების 17%-ს მიიღებს.

ნახეთ მეტი
Back to top button