მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მოწოდებულია ხელი შეუწყოს დემოკრატიის განმტკიცების გლობალურ მისიას. სრ პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სიტყვით გამოვიდა ონლაინ რეჟიმში გამართულ კონფერენციაზე „დემოკრატიისთვის“, რომელიც ინიცირებული იყო აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ.

პრემიერმა, კერძოდ, აღნიშნა.

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო ბაიდენ,

თქვენო აღმატებულებებო,

ქალბატონებო და ბატონებო,

მაქვს პატივი დღეს დემოკრატიის სამიტზე წარმოვადგინო სომხეთის რესპუბლიკა. სომხეთის მოქალაქეები  აფასებენ ხალხის მმართველობის ღირებულებას. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში. 1991 წელს კენჭი ვუყარეთ რა დამოუკიდებლობას,  ჩვენ აღვადგინეთ მრავალპარტიული სისტემა, პოლიტიკური უფლებების ჩარჩო, რომელიც შექმნილია ინდივიდუალური მოქალაქის გაძლიერებისათვის. ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხებმა ორჯერ ამჯობინეს დემოკრატია ავტორიტარიზმს.

პირველი მოხდა 2018 წელს, არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციით, რასაც მოჰყვა თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი არჩევნები. მეორე მოხდა 2021 წელს, გამანადგურებელი ომის შემდეგ. სომხებმა ისევ მიმართეს არჩევნებს, რომ არ დავბრუნებულიყავით წარსულის გზაზე. მართლაც, დემოკრატია მუდმივი პროცესია.

ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ დემოკრატია სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზით. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობით, ჩვენ ვგეგმავთ მართვის რეფორმებს, ისეთი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ნდობას განამტკიცებს როგორც სომხეთში, ასევე საზღვარგარეთ ჩვენს პარტნიორებში. 2026 წლამდე ჩვენ მიზნად ვისახავთ მივაღწიოთ მაჩვენებლების უწყვეტ გაუმჯობესებას მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდექსში 50-დან 60 ქულამდე, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში 49-დან 60 ქულამდე.

ჩვენ  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას განვიხილავთ, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედს; ჩვენ მზად ვართ ავაშენოთ დაბალი  გამონაყოფებით ენერგეტიკული სექტორი და სიცოცხლისუნარიანი მწვანე ეკონომიკა.

ჩვენ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევებში. ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენი უსაფრთხოების მიმართ სამხედრო ხასიათის მუქარები. კიდევ ერთი გამოწვევაა ბრძოლა დემოკრატიისთვის ქვეყნის შიგნთი. ეს გამოწვევა რთულდება, როდესაც საფრთხეები წარმოიშვება ჩვენს საზღვრებს მიღმა. თუ გვინდა აღვადგინოთ დემოკრატიის მიმზიდველობა მთელს მსოფლიოში, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალები, ერთად  ვიმუშაოთ ამ გამოწვევებზე. სომხეთი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს დემოკრატიის განმტკიცების გლობალურ მისიას და ვიმედოვნებთ, რომ მარტო არ ვართ”.

ორდღიან ღონისძიებაში ასზე მეტი ქვეყნის ლიდერმა და წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ჯო ბაიდენი, რის შემდეგაც დაიწყო პანელური დისკუსია.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

ორდღიანი დებატების დღის წესრიგშია ბრძოლა დემოკრატიის საფრთხის წინააღმდეგ, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ნახეთ მეტი
Back to top button