სომხეთი რუსებს შორის ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა სამხრეთში ზამთრის გასატარებლად
ამჟამად, რუსები ყველაზე ხშირად ირჩევენ სომხეთს, ტაილანდს, თურქეთს, აზერბაიჯანსა და შრი-ლანკას თბილ ქვეყნებში ზამთრის გასატარებლად, იტყობინება Yandex-ი ავიაბილეთების ძებნისა და დაჯავშნის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით. ვიეტნამმა და ინდონეზიამ დათმეს თავისი პოზიციები კოროვირუსზე შეზღუდვების გამო, განაცხადა კომპანიამ.
„დისტანციური მუშაობის გამო უფრო მეტ ადამიანს ურჩევნია ზამთრის გატარება თბილ ქვეყნებში. „ Yandex-ი: მოგზაურობების“ ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ძიებისა და დაჯავშნის მონაცემები იმ მიმართულებების შესახებ, სადაც რუსები ამ ზამთარს გაემგზავრებიან. აღმოჩნდა, რომ გრძელი მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყნებია სომხეთი, ტაილანდი, თურქეთი, აზერბაიჯანი და შრი-ლანკა. ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ერევანი, ფუნეტი, ბაქო, კოლომბო და სტამბოლი“, – იტყობინება Yandex-ის პრესსამსახური.