პოლიტიკა

“სწორად დანახული დინამიკაა” | გიორგი მარგველაშვილი რეკონსილაციისა და ე.წ. 3 პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რეკონსილაციისა და ე.წ. 3 პრეზიდენტის შეთავაზებულ ფორმატზე “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” საუბრობს.

ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შერიგებასთან დაკავშირებით, “პესიმიზმით და იმედით”  უყურებს. აქვე განმარტავს, რომ: “იმედი მაქვს, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ნაბიჯებს გადადგამს, პესიმიზმი მაქვს იმ მიმღებლობის, რაც ამ ნაბიჯებს შეიძლება ჰქონდეს “ქართული ოცნების” მხრიდან“. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას კი გიორგი მარგველაშვილი ასე პასუხობს: “როგორც დასაწყისი და სწორად დანახული დინამიკაა. არის განცხადება, განცხადებას უნდა მოჰყვეს კონკრეტული სამოქმედო ტაქტიკა“.

მისივე თქმით, 3 პრეზიდენტის შეხვედრა უმჯობესია, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება. 

“ძაან ადეკვატურია ასე გახსნა, პოლიტიკურ წონას წევ, კონსენსუსის პრეცენდენტს ხსნი, თან არა ერთმანეთის მოკავშირეების, ერთად ყოფნის პრეცენტენტს ქმნი და ამ პრეცენდენტს აჩვენებ”, – ამბობს მარგველაშვილი. 

ნახეთ მეტი
Back to top button