„3 + 3“-მა თავი უნდა შეიკავოს კონფლიქტის მოგვარების მანდატის მქონე ფორმატების საქმიანობის დუბლირებისგან. საგარეო საქმეთა სამინისტრო
10 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, მოსკოვში გაიმართა პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის შექმნას, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო.
„შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, რომელიც მოიცავდა ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებს.
სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰე გევორგიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხური მხარის პოზიცია, რომ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის დღის წესრიგი უნდა იყოს მიმართული რეგიონული თანამშრომლობის ურთიერთსასარგებლო, ურთიერთმისაღები დღის წესრიგის ფორმირებაზე, თავიდან იქნას აცილებული სხვა საერთაშორისო პლატფორმების, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების მანდატების მქონე ფორმატების საქმიანობის დუბლირება.
მიღწეულია შეთანხმება კონსულტაციების გაგრძელების შესახებ, რომელიც ეფუძნება რეგიონის ყველა ქვეყნის უფლებების პატივისცემისა და ჩართვის აუცილებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.