მთავარისაერთაშორისო

ირაკლი კობახიძე: ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დღის წესრიგი

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დღის წესრიგი და ეს არის კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ცნობას imedinewus.ge აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს ამოცანა ეფუძნება ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებას.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს მკაფიო პრიორიტეტები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ამ პრიორიტეტების ფარგლებში ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დავიცვათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button