საერთაშორისო

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში რეაბილიტაციას განაგრძობს

როგორც „რუსთავი2“ წერს ,

მიხეილ სააკაშვილი კვლავ გორის ჰოსპიტალში რჩება და რეაბილიტაციას განაგრძობს – მსჯავრდებულ და ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტთან ახლა ადვოკატი იმყოფება.

დიმიტრი საძაგლიშვილი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა და ჟურნალისტებთან განცხადებაც გააკეთა. როგორც ადვოკატი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რასაც  შესაბამისი მკურნალობის საჭიროება მოჰყვა. 

“შესაბამისი მკურნალობის მიწოდება განპირობებულია არა მხოლოდ შიმშილობით, არამედ იმის გამოც, რომ ის გახდა არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლი გლდანის მე-18 ​პენიტენციურ დაწესებულებაში. ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილს აქვს ზოგადი სურვილი, რომ მონაწილეობა მიიღოს საკუთარი პროცესების წარმართვაში და ამხილოს ის აბსურდულობა, რაც მისთვის წარდგენილ პოლიტიკურ ბრალდებებს გააჩნია და ჩვენ უკვე ვნახეთ ამის ნაწილი,” – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. 

ნახეთ მეტი
Back to top button