მთავარიპოლიტიკა

ომბუდსმენმა იტალიელ ჟურნალისტს გააცნო აზერბაიჯანის მიერ ომში ჩადენილი სისასტიკე

იტალიელმა ტელეკომპანია Rai 1-ის ჟურნალისტმა სტეფანია ბატისტინიმ გადაიღო მხატვრული ფილმი 44-დღიან არცახის ომზე, რომელიც ასახავს აზერბაიჯანის მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს.

სომხეთის  ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ფილმის გადაღებებიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა.

„აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაიდინეს სისასტიკე, ჰკვეთდნენ სომხებს თავებს, მოკლულთა სხეულებს ნაწილებად ჭრიდნენ და ამას ღია სახეებით ჩადიოდნენ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ამისთვის არ დაისჯებოდნენ. შემდეგ ამის შესახებ  სოციალურ ქსელებში ვიდეოს ან ფოტოს ავრცელებდნენ. ძალადობის სცენებს სომხურ გარემოში ავრცელებდნენ და საკუთარ ქვეყანაში ამისათვის მოწონებას იმსახურებდნენ. ომის დროს ჯიჰადისტები და ტერორისტები გამოიყენეს არცახისა  და სომხეთის წინააღმდეგ, გამოიყენეს ქიმიური ელემენტების შემცველი იარაღი (სავარაუდოდ თეთრი ფოსფორის შემცველი).ეს საომარი დანაშაულები და ბოროტმოქმედება გამოიწვევს ახალ, უფრო მძიმე დანაშაულებს, თუ დამნაშავეები და დანაშაულის ორგანოზატორები არ დაისჯებიან.

ფილმში ვისაუბრე  ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ვაჩვენე ომის დანაშაულის მტკიცებულებები. მე ასევე ვისაუბრე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალიან არაპროპორციულ რეაქციაზე, ასევე იმაზეც, რომ გენოციდურმა პოლიტიკამ არცახში გამოიწვია  ეთნიკური წმენდა“.

ნახეთ მეტი
Back to top button