კულტურა

საფრანგეთში სერგეი ფარაჯანოვის ფილმების ჩვენება მოეწყობა

15 დეკემბერს, პარიზში, პომპიდუს ცენტრის თანამედროვე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება სერგეი ფარაჯანოვის “ტრიპტიხი”, “კიევის ფრესკები” (1966წ.), “ჰაკობ ჰოვნათანიანი” (1967 წ.) და ,,არაბესკები ფიროსმანის თემებზე“ (1985թ.) ფილმების ჩვენება.

 „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჩვენება პომპიდუს ცენტრისთვის ფილმების გადაცემასთან დაკდავშირებით იმართება.

ფილმები აღადგინა პროექტის „სომხური კინოს კლასიკა“ ფარგლებში სომხეთის ეროვნული კინოცენტრის და პროექტის „ჰამო ბეკ-ნაზაროვის“ მიერ. რესტავრაცია დაფინანსებული იყო ორგანიზაციების ,,ფიქსაფილმი“ და ,,კინოკლასიკა“-ს მიერ.

აღდგენილი ფილმების ახალი 35მმ-იანი კინოლენტის ასლების დაბეჭდვა დაფინანსებული იყო სომხეთის საერთო საქველმოქმედო კავშირის (AGBU) მიერ, სომხეთის ეროვნული კინოცენტრის, პომპიდუს ცენტრის, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, დოვჟენკოს ცენტრის და საქართველოს კინოსტუდიის მუდმივი არქივის კოლექციებისთვის.

ჩვენებას შესავალი სიტყვით გახსნის სომხეთის ეროვნული კინოცენტრის პარტნიორის, პროგრამის „სომხური კინოს კლასიკის“ მეურვე და ფილმების რესტავრაციის ბრიტანელი  ექსპერტი დანიელ ბირდი.

ნახეთ მეტი
Back to top button