საერთაშორისო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში “3+3” შეხვედრაზე საქართველოს დროშის წარდგენით უკმაყოფილოა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა იმით, რომ 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ „3+3“ შეხვედრაზე საქართველოს დროშის წარდგენა მოხდა.

„საქართველოს დროშა 10 დეკემბერს მოსკოვში „3+3“ ფორმატის შეხვედრაზე წარადგინეს, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში, იუწყება პირველი არხი.

აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი ამ ფაქტს შესაბამისი დიპლომატიური არხებით გამოეხმაურა.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა თავისი მკაფიო პოზიცია „3+3“ რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია, რაზეც შესაბამისი დიპლომატიური არხებით ვუპასუხეთ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button