მთავარიპოლიტიკა

სომხეთი თურქეთთან დიალოგში წარმომადგენელს დანიშნავს: საგარეო საქმეთა სამინისტრო

სომხეთი ყოველთვის მზად იყო თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესისთვის წინაპირობების გარეშე, რაც რეგისტრირებულია სომხეთის მთავრობის პროგრამაში“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„ამ კუთხით ჩვენ მივესალმებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ, ის ადასტურებს, რომ სომხური მხარე ამ დიალოგში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს“, – წერს ის.

მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი და სომხეთი დანიშნავენ სპეციალურ წარმომადგენლებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button