პოლიტიკა

სომხეთში არსებული ვითარება მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სენატორი ბრუნო რეტაიო და კანონმდებელი ვალერი ბუაიე

საფრანგეთის სენატის „რესპუბლიკური“ ფრაქციის თავმჯდომარე, ბრუნო რეტაიო, სენატის საფრანგეთ-სომხეთის მეგობრობის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე, ვალერი ბუაიე სრ ეროვნული კრების პრესსამსახურს ესაუბრა თითქმის ერთხმად მიღებული  „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების აუცილებლობის შესახებ“ რეზოლუციის შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

 სენატორმა ბრუნო რეტაიომ შეახსენა, რომ საფრანგეთის სენატი პირველი იყო ევროპაში, რომელმაც მიიღო რეზოლუცია არცახის აღიარების თაობაზე, რადგან მხოლოდ არცახის დამოუკიდებლობის აღიარებას შეუძლია არცახის მოსახლეობის მომავლის გარანტია.

მან ისაუბრა ერთი წლის წინ მომხდარ ომზე, ომისშემდგომ ვითარებაზე, სომხური ტრაგედიის საყოველთაოდ მიჩნევით.

„ალიევი კვლავ ომის ორბიტაზეა, უცნობია სადამდე მივა. საფრანგეთმა და ევროპამ უნდა შეაჩერონ ის მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რადგან ის თავს დაესხა არა მარტო არცახს, არამედ სომხეთსაც. საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ალიევის მოკავშირე ერდოღანი შეაჩეროს. “იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი ითამაშებს როლს”, – თქვა ბრუნო რეტაიომ.

ვალერი ბუაიეს თქმით, დღეს თურქეთი არა მხოლოდ აზერბაიჯანის პარტნიორია, არამედ ომის ერთ-ერთი წამქეზებელიც.

„სომხეთში არსებული ვითარება მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. კონფლიქტი გაყინულია, მაგრამ მოგვარებული არ არის. ახლა აზერბაიჯანის მხრიდან   მინსკის ჯგუფის იგნორირება მიუღებელია. დღეს ისინი ცდილობენ მინსკის ჯგუფი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გარკვევის პლატფორმად აქციონ. მიზანია სომხეთის დახრჩობა ირანთან ერთადერთი საზღვრის მოწყვეტით.

„ეს არის დაუსჯელად გენოციდის გაგრძელება“, – დაასკვნა ვალერი ბუაიემ.

ნახეთ მეტი
Back to top button