ეკონომიკამთავარი

სომხურ-ქართული „მეგობრობის ხიდი“ დაგეგმილ ვადაში გაიხსნება

სომხურ-ქართული ერთობლივი პროექტის „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა აღნიშნულ ვადაში, 2022 წლის მაისში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დასრულდება. ამის შესახებ „Sputnik სომხეთს“ “მეგობრობის ხიდის” სამშენებლო პროგრამის ხელმძღვანელმა,  გზების  დეპარტამენტის წარმომადგენელმა იზაბელა მურადიანმა აცნობა.

პროექტის განხორციელება 2021 წლის მაისში დაიწყო. სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მდინარე დებედის ხიდის მშენებლობა ივლისში დაიწყო.

„ამჟამად პროექტი შესრულებულია 49%-ით, საიდანაც 30% იყო საპროექტო სამუშაოები, ხოლო დანარჩენი 19% სამშენებლო სამუშაოები“, – განაცხადა მურადიანმა.

სამუშაოები ორივე მხრიდან პარალელურად მიმდინარეობს. წინასწარი გათვლებით, ხიდი გაზაფხულზე იქნება მზად. დაგეგმილია ასფალტის მოწყობა, განათება, სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები და მათი სახურავები.

„ახალ ხიდს ოთხი ხაზი ექნება, მისი გამტარუნარიანობა სამჯერ აღემატება ძველს“, – განაცხადა მურადიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button