საზოგადოება

გადაწყვეტილება მედიის ჩართვის და დამატებითი განხილვის გარეშე არ უნდა მიიღონ – ქარტია აზარტული თამაშების კანონზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ პარლამენტში დღეს აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ისევ გაგრძელდება. საკნონმდებლო ორგანოს “ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სურს.

დამოუკიდებელი ტელეკომპანიები სატელევიზიო რეკლამის აკრძალვას აპროტესტებენ. ისინი გუშინ ბიუროს სხდომასაც დაესწრნენ და მოუწოდეს ხელისუფლებას გადადონ საკითხი, რომელიც მედიასა და რეკლამის ნაწილს ეხება.

“აუცილებელია, რომ გარკვეული სახის მსჯელობები გაიმართოს, გამოიკვეთოს საჭიროებები, ასევე შესწავლილი იყოს კონკრეტულად რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ეს მედიისთვის. დაჩქარებული ტიპის განხილვასთან დაკავშირებით არის ჩვენი ძირითადი შენიშვნები და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებლებს მიაყენებს ფინანსურს ზიანს, მათი ჩართვის და დამატებითი განხილვის გარეშე არ უნდა მიიღონ”, – ამბობს “ქარტიის” დიერექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ავრცელებს განცხადებას და წერს, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს მაუწყებლების ფინანსური დამოუკიდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ აზარტული თამაშების რეკლამირებების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა საგანგაშოა და მაუწყებლების შემოსავლებზე გავლენა არაა სათანადოდ შეფასებული.

ნახეთ მეტი
Back to top button