მთავარიპოლიტიკა

გაიმართა ნიკოლ ფაშინიანის, შარლ მიშელის და ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა. რაზე შეთანხმდნენ მხარეები?

ბრიუსელში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

განიხილეს 2020 წლის 9 ნოემბრის, 2021 წლის 11 იანვრის, ასევე 26 ნოემბრის სამმხრივი განცხადებების შესრულების პროცესი.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული განცხადებების სრულად განხორციელების აუცილებლობას, კერძოდ, ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული საკითხების დაუყოვნებელი გადაწყვეტის აუცილებლობას, სამხედრო ტყვეების, მძევლებისა და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნების უზრუნველყოფას. საუბარი შეეხო რეგიონული კომუნიკაციების გახსნის სამუშაოებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება რკინიგზის გახსნის შესახებ. შესაბამისად, რკინიგზა იმუშავებს საერთაშორისოდ აღიარებული საბაჟო და სასაზღვრო წესების შესაბამისად, ორმხრივად, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ. სომხეთს სარკინიგზო გზით ექნება წვდომა ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციასთან.

რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.

საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციის, დელიმიტაციისა და ურთიერთნდობისკენ მიმართულ შესაძლო ნაბიჯებს.

მხარეები კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button