მთავარიპოლიტიკა

დაიცავს თუ არა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სომხურ ხაჩქარებს უდიური და აზერბაიჯანული თავდასხმებისგან

უდიური  თემის რელიგიური ლიდერი რობერტ მობილი ხშირად აცხადებს, რომ ჰადრუთის ხაჩქარები და ხაჩქარ-ქანდაკებები სომხური არ არის. ის სხვადასხვა პოსტებითა და სტატიებით ავრცელებს აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანის თეზისს იმის შესახებ, რომ ხაჩქარები ავღანურია.  ხაჩქაროლოგის, სომხეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწის არგამ აივაზიანის აზრით, მობილის  თეზისი არამეცნიერულია.

„ხაჩქარი მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში სწორედ ასე გამოიყენება, სომხური სახელწოდებით – „ხაჩქარი“. ეს არის ექსკლუზიურად სომხური კულტურული ღირებულება. უდიური ან ავღანური  ხაჩქარები უბრალოდ არ არსებობს. ეს უბრალოდ აზერბაიჯანელი მეცნიერების მიერ წამოყენებული თეზისია, რომ უდიები ქრისტიანები არიან, მათ შეეძლოთ შეექმნათ ასეთი ხაჩქარებიო, მაგრამ ეს აბსოლუტურად ანტიმეცნიერული თეზისია“, – ამბობს არგამ აივაზიანი.

სომხეთი წარმატებით დარეგისტრირდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი არცახის  კულტურული ფასეულობების განადგურებისა და გაყალბების ფაქტებზე დაიწყო. ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში  სომხეთის წარმომადგენელი ეღიშე კირაკოსიანი ამბობს:

„სასამართლომ ძალიან მკაფიოდ განაცხადა: დაავალდებულა აზერბაიჯანი მიეღო შესაბამისი ზომები რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის დებულებების შესრულებისათვის. ეს გადაწყვეტილება  სავალდებულოა, ის ქმნის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს აზერბაიჯანისთვის“.  

ზემოაღნიშნული კონვენციის თანახმად, აზერბაიჯანი იღებს ვალდებულებას შეაჩეროს კულტურული ვანდალიზმი. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცა, სადაც მათ თვალი უნდა ადევნონ  და დააკვირდნენ აზერბაიჯანის შემდგომ ნაბიჯებს.

ნახეთ მეტი
Back to top button