საზოგადოება

„ომიკრონის“ ბაქტერიული ბაზის გამო სიკვდილიანობის ზრდას ველოდებით. ᲯᲐᲜᲛᲝ:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამით ჰოსპიტალიზაციისა და დაღუპულთა რაოდენობის ზრდას ელის. ინფორმაციას ,,რია ნოვოსტი“ ჯანმო-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ომიკრონი“ არის COVID-19-ის ახალი ბაქტერია, რომელიც ჯანმო-მ აღიარა, როგორც „შემაშფოთებელი“. ამ ქვეტიპიდან გარდაცვალების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში.

„შეშფოთების გამომწვევი ბაქტერიული ბაზით შემთხვევების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ველოდებით ინფორმაციის გამოჩენას ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რაოდენობს შესახებ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ ბევრ ქვეყანას უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, „ომიკრონი“ გამოავლინოს პაციენტების გამოკვლევებში.

„ამიტომ რთულია „ომიკრონით“ გამოწვეული გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გარკვევით წარმოდგენა. “ომიკრონ“-ის სიმძიმის შესახებ მეტი ინფორმაცია მოსალოდნელია უახლოეს კვირებში”, – განმარტავენ პრესსამსახურში. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მეცნიერებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ „ომიკრონის“ სრული კლინიკური სურათის შესაქმნელად.

ნახეთ მეტი
Back to top button