მთავარიპოლიტიკა

პუტინს და მაკრონს იმედი აქვთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში სასარგებლო იქნება

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება განიხილეს.

კრემლის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, პუტინმა მაკრონს 26 ნოემბერს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის ძირითადი შედეგები გააცნო.

„პუტინმა განუცხადა, თუ როგორ მიიღება ზომები რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების, ლტოლვილების დაბრუნების, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ასევე სასარგებლო იქნება ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელების 2021 წლის 15 დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანთან.

„მათ მხარი დაუჭირეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან (რუსეთი, აშშ და საფრანგეთი) მუშაობის გააქტიურების მიზანშეწონილობას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button