მთავარიპოლიტიკა

შავ ზღვაში ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ჩატარდა

,,News.am” წერს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის გემებმა შავ ზღვაში ამერიკული USS Arleigh Burke ნაღმოსნის მონაწილეობით ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.

,,შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ამერიკული USS Arleigh Burke გემის მეზღვაურებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. ქართული მხარიდან წვრთნებში მონაწილეობა მიიღო სამმა გემმა: ოჩამჩირემ (P23), სოხუმმა (P24) და დიოსკურიამ (P25)“, – ნათქვამია განცხადებაში.

სწავლების მონაწილეებმა შეასრულეს ტაქტიკური მანევრები და განავითარეს ურთიერთქმედება ზღვაზე რიგ საკითხებზე. ერთობლივი მანევრების მიზანია ორი ქვეყნის საზღვაო ქვედანაყოფებს შორის გამოცდილების გაცვლა, ეკიპაჟების თანამშრომლობის გაუმჯობესება, ასევე საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.

ნახეთ მეტი
Back to top button