კულტურამთავარი

ხალხს ავიწყდება, რომ სომეხი ვარ: კიმ კარდაშიანი ბლექფიშინგის ბრალდებებს გამოეხმაურა

კიმ კარდაშიანმა  „i-D Magazine“-სათვის  ჯერემი ჰარის  ინტერვიუ მისცა.  ტელევარსკვლავმა პასუხი გასცა კითხვას, თუ რატომ ადანაშაულებენ მას ბლექფიშინგში (შავკანიანების კულტურის მითვისება).   კიმ კარდაშიანმა ამ ბოლოს ინსტაგრამში განათავსა ფოტო ნაწნავით, რასაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა და ის ბლექფიშინგში დაადანაშაულეს.  

„გულწრფელად რომ გითხრათ, უმეტეს შემთხვევაში ეს ჩემი ქალიშვილის ახირების გამო ხდება, რომელიც მთხოვს მე და მას ერთნაირი ვარცხნილობა გვქონდეს. თუმცა  მე ვუთხარი რომ ასეთი ვარცხნილობა მას უფრო შვენის, ვიდრე მე. რაც შეეხება ნაწნავს,  ხალხს ავიწყდება რომ მე სომეხი ვარ და  ნაწნავი სომხური ტრადიციის შემადგენელი ნაწილია“, – თქვა კარდაშიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button