
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი კარენ ანდრეასიანი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა.
როგორც “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან, შეხვედრაზე კარენ ანდრეასიანმა წარმოადგინა სომხეთის მიერ სასამართლო აქტების იძულებითი აღსრულების, საჯარო სამსახურების გაწევის სფეროში განხორციელებული რეფორმების პროცესი და მიუთითა საქართველოში მოქმედი „იუსტიციის სახლები“-ს გამოცდილების ადგილზე დანერგვაში სომხეთის დაინტერესებაზე. ვენეციაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს მინისტრმა მიიღო მინისტრის კარენ ანდრეასიანის მოწვევა, ვიზიტით ეწვიოს სომხეთს, რეფორმების მიმართულებების ადგილზე გასაცნობად, ასევე საქართველოში მე-4 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ორგანიზების დეტალების განსახილველად.
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა 13-14 დეკემბერს იტალიაში, ქალაქ ვენეციაში მონაწილეობა მიიღო ,,დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში“ სახელწოდებით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში.