მთავარიპოლიტიკა

სომხეთი დიდ როლს ასრულებს მესამე ქვეყნებთან ევრაზესის კავშირების გაფართოებაში: სერგეი კოპირკინი

სომხეთში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი  სერგეი კოპირკინი სიტყვით გამოვიდა  ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მე-7 ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც ერევანში ჩატარდა.

„უნდა აღვნიშნო, რომ რუსეთი, სომხეთი და სხვა წევრი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ევრაზიულ კავშირში“, რადგან ჩვენ ახლა ერევანში ვართ, მინდა ხაზი გავუსვა სომხური მხარის კონსტრუქციულ, დაინტერესებულ მიდგომას ინტეგრაციის განვითარებაში. სომხეთი დიდ როლს ასრულებს მესამე ქვეყნებთან ევრაზესის  კავშირების გაფართოებაში“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.

სერგეი კოპირკინის თქმით, ევრაზიული კავშირის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მისი გეოგრაფიის გაფართოება მესამე ქვეყნებთან, რეგიონულ ინტეგრაციულ ასოციაციებთან კავშირების დამყარებით.

დღეისათვის ევრაზესის წევრია 5 ქვეყანა: სომხეთი, რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button