საზოგადოება

სომხეთში 1 იანვრიდან კი უცხოელებზე მუშაობის ნებართვის გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

სომხეთის ისტორიის მანძილზე ემიგრანტების დადებითი ბალანსი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, 2020 წელს. (+3000 ადამიანი). ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა არმენ ღაზარიანმა 15 დეკემბერს გამართულ დებატებზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეპიდემიას უკავშირდება. „ზოგადად, იმიგრანტ-ემიგრანტების მხრივ უარყოფითი ბალანსის შემცირება 2017 წლიდან შეინიშნება“, – დასძინა ღაზარიანმა.  როგორც მან განმარტა,  2021 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან წასულთა 72% რუსეთში გაემგზავრა. ამ 72%-დან 82% არის სამუშაო მიზნებისთვის. რაც შეეხება სომხეთში იმიგრაციას, ღაზარიანმა აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ძირითადად აზერბაიჯანიდან, შემდეგ ერაყიდან, სირიიდან და ლიბანიდან დევნილთა ნაკადების სახით იყო. მისი თქმით, ბოლო პერიოდში შრომითი მიგრანტების ნაკადი შეინიშნება. სომხეთში ჩამოსული შრომითი მიგრანტების უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.

ასევე ბევრი შრომითი მიგრანტია ინდოეთიდან, ირანიდან და ტაჯიკეთიდან. „ისინი ძირითადად სამშენებლო სექტორში მუშაობენ, ასევე, მომსახურების და გართობის სექტორში“, – განაცხადა მიგრაციის სამსახურის უფროსმა.

ღაზარიანმა  ისაუბრა სომხეთში თავშესაფრის მაძიებელთათვის მშენებარე 120 კაციანი დროებითი განსახლების ცენტრის მშენებლობის შესახებ, რომელიც მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში. 1 იანვრიდან კი უცხოელებზე მუშაობის ნებართვის გაცემის ერთიანი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება.

ნახეთ მეტი
Back to top button