პოლიტიკა

შაჰან განტაჰარიანმა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გაუკეთა შარლ მიშელის განცხადებას

ლიბანის გაზეთ „აზდაკის“ მთავარმა რედაქტორმა შაჰან განტაჰარიანმა  ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ კომენტარი გაუკეთა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას.

განტაჰარიანმა „არმენპრესთან“ საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ შარლ მიშელის განცხადება ძირითადად ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება.

ჰუმანიტარულ ნაწილს, განცხადების მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკითხების მოგვარების პროცესში. აქ ორივე მხარის ჰუმანიტარულ ნაბიჯებს შორის თანასწორობის ნიშანია – სამხედრო ტყვეების გათავისუფლება დანაღმული რუკების სანაცვლოდ. ყველა ტყვეს გათავისუფლების მოწოდება აუცილებლად ერთ-ერთ მხარეზეამიმართული. გასაგებია, რომ სომხურ მხარეს არ ჰყავს აზერბაიჯანელი სამხედრო ტყვეები და აქ დაქირავებული ტერორისტები არ არიან სამხედრო ტყვეები. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოლოდინი ორმხრივია. „მხარეებმა უნდა გააკეთონ ჰუმანიტარული ჟესტები, რაც ხელს შეუწყობს ნდობის განმტკიცებას. მიშელის მინიშნება გასაგებია. რუქა სამხედრო ტყვეს სანაცვლოდ“, – ამბობს განტაჰარიანი.

მისი შეფასებით, „კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის რეაბილიტაციის“ რეზოლუციის განხორციელება გაურკვეველია. „ვიხსენებ 9 ნოემბრის განცხადების მე-7 პუნქტს, რომელშიც აღნიშნულია: „იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები ბრუნდებიან ყოფილი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიებზე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის კონტროლქვეშ“. ბუნებრივია, არ დაზუსტებულა დაზარალებულთა სარეაბილიტაციო პროგრამის დეტალები: სახე, თარიღი, საშუალებები. შარლ მიშელის თქმით, ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელება გადამწყვეტია. „ალბათ აქცენტი კეთდება 9 ნოემბრის განცხადების მე-8 პუნქტის შესრულებაზე: „მიმდინარეობს სამხედრო ტყვეების, მძევლების, ასევე დაღუპულთა ცხედრების გაცვლა“, – განაცხადა მან.

განტაჰარიანმა დასძინა, რომ ამ პროცესების პარალელურად, აშშ-ის ადმინისტრაცია მიესალმება ანკარასა და ერევანს შორის დიალოგის დასაწყებად წარმომადგენლების დანიშვნის განცხადებებს.

„ვაშინგტონის, მოსკოვისა და ბრიუსელის როლების გადასანაწილებლად ნაბიჯები შეინიშნება. „აშშ დაკავდება ანკარა-ერევნის ურთიერთობების ნორმალიზებით, ევროპა ჰუმანიტარული საქმიანობით, მოსკოვი კი დემარკაციისა და დელიმიტაციის პროცედურებით“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button