პოლიტიკა

ბაიდენის თანაშემწემ შეშფოთება გამოხატა ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობის გამო

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შეშფოთება გამოთქვა ერევანსა და ბაქოს შორის დაძაბულობის გამო სომხეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან არმენ გრიგორიანთან შეხვედრისას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ემილი ჰორნის განცხადებაშია ნათქვამი.

„სალივანმა აღნიშნა, რომ  შეერთებული შტატები ერთგულია სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში  მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის იდეისა.  მან გამოთქვა შეშფოთება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაძაბულობის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ჯარების ნებისმიერი მოძრაობა ჯერ კიდევ დაუდგენელ  საზღვრებთან არის პროვოკაციული და უპასუხისმგებლო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button