მთავარიპოლიტიკა

ბრიუსელში კიდევ ერთხელ დადასტურდა რკინიგზის მშენებლობის გადაწყვეტილება. სომხეთს კავშირი ექნება ირანთან და რუსეთთან

გადაწყვეტილება ერასხ-ჯულფა-ორდუბათ-მეღრი-ჰორადიზის რკინიგზის მშენებლობის შესახებ ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრაზე დადასტურდა, – ამის შესახებ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ ეს შეთანხმება მიღწეული იქნა სომხეთ-რუსეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სამუშაო ჯგუფის რეგიონული კომუნიკაციების გახსნის თაობაზე დისკუსიის შედეგად, რომელსაც თანათავმჯდომარეობას სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერი უწევთ. „ეს შეთანხმება დარეგისტრირდა 26 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე და ბრიუსელში ფაქტობრივად, ეს ყველაფერი დაფიქსირდა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რკინიგზა იმუშავებს საერთაშორისოდ აღიარებული საბაჟო და სასაზღვრო წესების შესაბამისად, ორმხრივად, ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ. ამ რკინიგზით სომხეთს ექნება წვდომა ირანთან და რუსეთთან, აზერბაიჯანს კი ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან.

პრემიერის თქმით, რკინიგზა გაფართოვდება, თუ საზღვრები გაიხსნება თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შედეგად.

„ეს არის ძლიერი შეთანხმება, ვიმედოვნებ, ჩვენ მას სწორად განვახორციელებთ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის ეკონომიკურ, საინვესტიციო, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოს რეგიონში“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button