ეკონომიკა

გაიმართა ონლაინ დებატები სომხეთსა და საქართველოში კონსტრუქციული კაპიტალის მოზიდვის შესახებ

ონლაინ პლატფორმაზე გაიმართა დებატები თემაზე: „კონსტრუქციული კაპიტალი: პოტენციალის აღმოჩენა სომხეთში და საქართველოში”, რომლის ორგანიზატორი იყო კორპორაციული მართვის ცენტრი. ამის შესახებ „არმენპრესს“ კორპორაციული მართვის ცენტრში განუცხადეს.

„დისკუსიის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი კვლევის შედეგები. თუ ქართველი პარტნიორები (ACT და INNOVA კომპანიები) განიხილავდნენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის როლს კონსტრუქციული კაპიტალის მოზიდვაში – ბიზნეს ასოციაციები, საკონსულტაციო კომპანიები, მარეგულირებლები, მაშინ სომხეთის კორპორატიული მართვის ცენტრმა შეისწავლა ურთიერთობა კონსტრუქციულ კაპიტალსა და კორპორატიულ მმართველობას შორის ბიზნეს გამოკითხვის გზით. “, – იტყობინებიან კორპორატიული მართვის ცენტრიდან.

წყაროს ცნობით, თემა, როგორც სომხური, ისე ქართული ბაზრისთვის ახალია, ამავდროულად აუცილებელია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, რადგან კონსტრუქციული კაპიტალი ხელს უწყობს საზოგადოებრივი სიკეთის, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ბიზნეს გარემოს განვითარებას,  ეთიკის გავრცელებას,  მონაწილეობით მმართველობის პროცესებს.

ნახეთ მეტი
Back to top button