პოლიტიკა

ზარქუას თქმით, ითვალისწინებენ ტელევიზიების თხოვნას და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა, მარტიდან ამოქმედდება

,,მთავარი არხი” წერს, რომ გავითვალისწინეთ ტელევიზიების თხოვნა და აზარტული თამაშების რეკლამის განთავსების აკრძალვა მარტიდან ამოქმედდება – აცხადებს უმრავლესობის წევრი ზარქუამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას.

კანონპროექტი, რომელიც სწორედ კრიტიკული არხებს უქმნის შემოსავლების მხრივ პრობლემას, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე დღეს იხილავენ.

ტელევიზიები ვადის გადაწევას სექტემბრამდე ითხოვდნენ, რაზეც ზარქუა ამბობს, რომ “ერთია მათი სურვილი და მეორე ოპტიმალური ვადა”. 

“ეს არის მეორე მოსმენისთვის ცვლილება. დაახლოებით სამი თვე გამოდის გადაწევა ვადის. ჩემი აზრით, ეს ვადა არის საკმარისი, რომ ყველა ტელევიზია გადაეწყოს”, – აცხადებს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ნახეთ მეტი
Back to top button