საზოგადოება

საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გარკვეული თვალსაჩინო გავლენა იქონია აზერბაიჯანზე. ეღიშე კირაკოსიანი

ევროსაბჭოში სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ეღიშე კირაკოსიანი საჭიროდ მიიჩნევს გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი აზერბაიჯანზე ზეწოლისთვის ტყვეების დაბრუნების მიზნით.

 როგორც “არმენპრესი” იუწყება, უპასუხარა ეროვნულ კრებაში ფრაქცია “ჰაიასტანის” მდივნის არწვიკ მინასიანის კითხვას, რა სამუშაოები მიმდინარეობს ტყვეების სომხეთში დასაბრუნებლად, კირაკოსიანმა უპასუხა, რომ ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს ტყვეების, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების რამდენიმე პროცესი.

„ომის დაწყებიდან, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ტყვეთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არაერთი დროებითი ღონისძიება შევიტანეთ. სამწუხაროდ, აზერბაიჯანული მხარის ქცევა ამ პროცესებში ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან ისინი მუდმივად არღვევენ ვადებს და მცირე ინფორმაციას გვაწვდიან. ასევე მიმდინარეობს პროცესი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, სადაც გვაქვს დამატებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა კირაკოსიანმა.

ევროსასამართლოში სომხეთის წარმომადგენლის თქმით, აზერბაიჯანზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების გაგრძელებით.

„ვფიქრობ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებამ გარკვეული თვალსაჩინო გავლენა იქონია აზერბაიჯანის ქცევაზე. ასეთი ნაბიჯები თანმიმდევრულად უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა კირაკოსიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button