მთავარიპოლიტიკა

სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ოვერჩუკი

სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა ბაქოში გამართულ კონფერენციაზე „რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები ინტეგრირებული პროცესების კონტექსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში უნიკალური შესაძლებლობა იქმნება სატრანსპორტო-ლოგისტიკის სფეროში.

„აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს განბლოკვის მიზნით“, – განაცხადა ოვერჩუკმა.

მან ასევე ისაუბრა რეგიონში სარკინიგზო და საავტომობილო გზების განვითარებაზე, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების “ჩრდილოეთ-სამხრეთის”, “დასავლეთი-აღმოსავლეთის”  შესაძლებლობებზე. მისივე თქმით, შესამჩნევია, რა პროცესები მიმდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აზიაში ჩინური „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში. მაგრამ ცოტაა საუბარი ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციაზე. აუცილებელია განვავითაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ რეგიონთაშორისი ურთიერთობების გასაძლიერებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button