საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, – „ინტერპრესნიუსის“ გადმოცემით, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ვიცე- პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორის ეკონომიკურ სხდომას პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა.
დავით ზალკალიანის თქმით, ამაზე მიანიშნებს ორმხრივი ვიზიტების მაღალი დინამიკა .
„დღეს განსახილველი საკითხები ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ძალიან აქტუალურია ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებისთვის. რა თქმა უნდა ასევე ორმხრივ ფორმატებში გვექნება საუბარი იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო გაჟღერებული, განსაკუთრებით სამხრეთ-კავკასიის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.