ეკონომიკა

დეტალები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 44-ე სხდომიდან

17 დეკემბერს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ონლაინ სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უძღვებოდა.

საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი.

მადლობა გადაუხადა რა საქართველოს თავმჯდომარეობას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, ვაჰე გევორგიანმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იუბილე კარგი შესაძლებლობა იქნება ორგანიზაციის საქმიანობის განხილვისთვის. მან წარმოადგინა სომხეთის მიდგომები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მუშაობის მეთოდების გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში კონფლიქტის სტაბილური და ხანგრძლივი მოგვარების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button