ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 10 სომეხი სამხედრო ტყვე სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვაჰან ჰუნანიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა და დაბრუნებულთა სია გამოაქვეყნა.
შარლ მიშელი მიესალმა სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში. ამასთან დაკავშირებით მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გააკეთა:
„ჩვენ თბილად მივესალმებით ბაქოს მიერ 10 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, რის შესახებაც გადაწყვეტილება მიიღეს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განხილვის შედეგად“, – წერს ის.
სომეხი სამხედროების სამშობლოში დაბრუნებას მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარიც.