მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი კვლავ ღიადაა დარჩენილი: ეუთო-ს ყოფილი თანათავმჯდომარე

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პრიორიტეტულია, მიუხედავად შეხვედრის ფორმატისა. ამის შესახებ “არსენპრესის” ცნობით, ეუთოს მინსკის ჯგუფის ყოფილმა ამერიკელმა თანათავმჯდომარემ ჯეიმს უორლიკმა “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი პრიორიტეტულია, ის ომის შედეგებით  დახურულად არ შეიძლება ჩაითვალოს, მოგვარების გარეშე საბოლოო  სტაბილურობაზე საუბარი შეუძლებელია. ჯეიმს უორლიკმა აღნიშნა, რომ მხარეები ახლა მცირე ნაბიჯებით ცდილობენ ურთიერთნდობის დამყარებას. ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ სამხედრო ტყვეების ბოლოდროინდელი დაბრუნება აზერბაიჯანიდან სომხეთში და სომხეთის მიერ დანაღმული ტერიტორიების  რუქების გადაცემა.

„ყარაბაღის საკითხში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის სტატუსი, ვფიქრობ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის  თანათავმჯდომარეები კვლავაც აგრძელებენ მნიშვნელოვან როლს ამ საკითხის გადაწყვეტაში. მე ვიცი, რომ რუსეთმა ბევრი საკითხი განიხილა, მაგრამ მჯერა, რომ თანათავმჯდომარეები, ეუთო და შეერთებული შტატები უნდა იყვნენ აქტიურები, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ რეგიონში სტაბილურობას”, – განაცხადა მან.

ჯეიმს უორლიკმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს მჭიდრო კავშირები, მეგობრული ურთიერთობა სომხეთთან, გარდა ამისა  ვაშინგტონს ასევე აქვს ინტერესები აზერბაიჯანთან ურთიერთობაშიც. ახალი საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის ირგვლივ შეიძლება იყოს დარტყმა ყველასთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button