საზოგადოება

როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა ვეფხვის წელში?

ბევრ დიასახლისს სურს, სადღესასწაულო სუფრის გაფორმებისას გაითვალისწინოს მომავალი წლის ყველა ტენდენცია. 2022 წლის მთავარი ტენდენცია ელეგანტურობაა.

სტილისტების აზრით, ლურჯი წყლის ვეფხვის წელი მშვიდად, ბუნებრივი ფერებით, ოქროსა და ვერცხლის ჩრდილებით უნდა აღინიშნოს. თქვენ შეგიძლიათ დაამშვენოთ მაგიდა თეთრი, ცისფერი  და  ლურჯი ფერების კომბინაციით და დაამატოთ ყვითელი ან ნარინჯისფერი ნივთები.

მაგიდის გასაფორმებლად სასურველია გამოიყენოთ წიწვოვანი ხის ტოტები, გირჩები, სანთლები, ხის ჭურჭელი. ხე ითვლება ვეფხვის თილისმად.

რა უნდა იყოს მაგიდაზე?

ვინაიდან ვეფხვი მტაცებელი ცხოველია,  კერძების უმეტესი ნაწილის დამზადება შესაძლებელია ხორცისგან. თუ ხორცს არ მიირთმევთ, შეგიძლიათ მოხარშოთ ან შეწვათ თევზი და გააფორმოთ მწვანილით.

ჭურჭელი

თეთრი სუფრა შეგიძლიათ ცისფერი ან ლურჯი თეფშებით გააწყოთ. ვეფხვს უყვარს ყავისფერის ყველა  ელფერი. თეთრ ჭუეჭელს შეიძლება ჰქონდეს ოქროს ან ვერცხლის ვარაყები.

უპირატესობა უნდა მიენიჭოს ერთფეროვან ჭურჭელს. მოერიდეთ მოხატულობებს, ქვებს და ბრჭყვიალებს.

ნახეთ მეტი
Back to top button