კულტურამთავარი

სომხეთი “საბავშვო ევროვიზია 2021”-ის გამარჯვებულია

სომხეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა „საბავშვო ევროვიზია 2021“-ში. 14 წლის მალენამ სიმღერა „ქამი ქამი“ შეასრულა. მან 235 ქულა დააგროვა. წელს სიმღერის კონკურსი საფრანგეთში გაიმართა.

“საბავშვო ევროვიზია 2021”-ში 19 ქვეყანა მონაწილეობს, წარმომადგენლები შემდეგი თანმიმდევრობით გამოვიდნენ: გერმანია, საქართველო, პოლონეთი, მალტა, იტალია, ბულგარეთი, რუსეთი, ირლანდია, სომხეთი, ყაზახეთი, ალბანეთი, უკრაინა, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, ნიდერლანდები, ესპანეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პორტუგალია.

ნახეთ მეტი
Back to top button