მთავარიპოლიტიკა

სომხეთს „დერეფანთან“ დაკავშირებით არც ერთი საკითხი არ განუხილავს. არმენ გრიგორიანი

სომხეთს არასოდეს განუხილავს „დერეფნის“ რაიმე საკითხი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა აზერბაიჯანის მხრიდან ხშირ მოთხოვნებზე ე.წ. სომხეთის გავლით „დერეფნის“ შესახებ.

„სომხეთს არასოდეს არ განუხილავს „დერეფნის“ რაიმე საკითხი. „ეს არის ყალბი დღის წესრიგი, რომელიც არ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე, მაგრამ არის მოლაპარაკების მაგიდის მიღმა, რაც გავლენას ახდენს მოლაპარაკების პროცესზე“, – განაცხადა გრიგორიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება შესაძლებლად მიიჩნევს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში საკითხის გრძელვადიანი მოგვარების მიზნით დისკუსიების დაწყებას.

ნახეთ მეტი
Back to top button