საზოგადოება

სომხეთში ტურისტები აცრის მიზნითაც ჩამოდიან

სოციალური ქსელების სომხურ განყოფილებაში შეგიძლიათ იპოვოთ შეკითხვები სხვადასხვა ჯგუფში იმის შესახებ, შეიძლება თუ არა სხვა ქვეყნის მოქალაქეების აცრა ან განმეორებით აცრა სომხეთში. შეკითხვებს ჩვეულებრივ წერენ ტურისტული კომპანიების თანამშრომლები ან იმ ადამიანების ნათესავები, ვისაც აცრა სჭირდება.  „Sputnik სომხეთი“ შეეცადა გაერკვია სიტუაცია.

აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად, ვაქცინაციის პუნქტებში სპეციალურად აცრებისთვის სომხეთში ჩასული ტურისტებიც ბევრია. რუსეთიდან ჩამოსულმა ოჯახმა თქვა, რომ სურს აიცრან  „Moderna“-თი, რომ მათ შვილს  ესაჭიროება მკურნალობა ამერიკაში და იქ რომ შემოვიდეს, „Moderna“ -თი უნდა აიცრან, რაც  რუსეთში შეუძლებელია.

„არც ერთი სხვა მედიკამენტით არ გვინდა აცრა,  რადგანაც  აშშ-ში უნდა შევიდეთ. ერთი თვე აქ ვიცხოვრებთ, რომ მეორე დოზაც მივიღოთ და წავალთ“, – ამბობს ოჯახის დედა.

ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში გვითხრეს, რომ სომხეთში ირანისა და რუსეთის მოქალაქეების დიდი ჯგუფები ჩამოდიან და ახალ წელს ევროპაში წასასვლელად Moderna-ს ან AstraZeneca-ს ვაქცინათი იცრებიან.  მაგრამ თანდათან ასეთი ტურისტების რაოდენობა მცირდება.

„ხალხს სურს ევროპაში მოხვედრა კათოლიკურ შობაზე დასასწრებად, როცა ქალაქები მორთულია. სავარაუდოდ უკვე ორივე დოზის მიღებას ვერ მოასწრებენ,  ამიტომ ნაკადი საგრძნობლად შემცირდა“, – ამბობს კომპანიის თანამშრომელი.

ნახეთ მეტი
Back to top button