
კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ვითარების განსახილველად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი 21-23 დეკემბერს სომხეთს ეწვევა, რათა შეხვდეს ქვეყნის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს კუხო-ს სამდივნოდან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კუხოს კოლექტიური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესთან, სრ პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან. კუხო-ს გენერალური მდივანი დასამტკიცებლად წარუდგენს კუხო-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს 2021 წლის სექტემბრის სესიის გადაწყვეტილებების პროექტს და სომხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პერიოდში კუხო-ს პრიორიტეტების განხორციელების ღონისძიებათა პროგრამის შესრულებას.
მოსალოდნელია, რომ სტანისლავ ზასი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან არმენ გრიგორიანთან.