ეკონომიკამთავარი

სავაჭრო ბრუნვა გავხადოთ 1 მლრდ. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსადმი გაკეთებული შეთავაზება

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, სომხურ-ქართული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მე-11 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქართულ მხარეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა შესთავაზა.

„2019 წელს საქართველოსთან ერთად შევიმუშავეთ ამბიციური პროგრამა, რომლის მიზანი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. „კორონავირუსმა შეანელა ეს პროცესი, მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენ ვსწავლობთ COVID-თან ერთად ცხოვრებას, მე გთავაზობთ გავაგრძელოთ სვლა ჩვენი მიზნისკენ ყველა მიმართულებით – მივაღწიოთ ჩვენი გამოცხადებული სავაჭრო ბრუნვის სამიზნე მოცულობას“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან შენიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. სრ პრემიერ-მინისტრის თქმით, 2021 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ ბოლო სამი წლის წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ ფაშინიანმა წინადადება ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდამდე გაზრდაზე 2018 წელს, ერევანში, საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას გააკეთა.

ოფიციალური სტატისტიკით, სომხეთი საქართველოს მე-7 მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2021 წლის 11 თვეში 611 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 10%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოში სომხური ან ქართულ-სომხური კაპიტალით 400-მდე კომპანიაა.

ნახეთ მეტი
Back to top button