მთავარიპოლიტიკა

შეიქმნება საკონსტიტუციო რეფორმების საბჭო

სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, დათხოვნილი იქნება 12 თებერვალს შექმნილი საკონსტიტუციო რეფორმების პროფესიული კომისია და შეიქმნება საკონსტიტუციო რეფორმების საბჭო. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება e-gov.am-ზე გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილებით, საბჭოს უთავმჯდომარებს იუსტიციის მინისტრი. საბჭოს წევრები იქნებიან სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თანხმობით ასევე იქნებიან ეროვნული კრების სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დამცველი, თითო დეპუტატი სრ ეროვნული კრების თითოეული ფრაქციიდან, ერთი წარმომადგენელი უზენაესი სასამართლო საბჭოს შემადგენლობიდან, პარტიების (პარტიათა ბლოკების), რომლებიც არ მონაწილეობენ სომხეთის რესპუბლიკის  ეროვნული კრების მე-8 მოწვევის მანდატების განაწილებაში, მიერ დასახელებული სამი წარმომადგენელი, ამასთან წარმომადგენლების კანდიდატების წარდგენის პროცესში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლების წარდგენის მომენტში წინა მინიმუმ 5 წლის პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების მინიმუმ ორ არჩევნებში მონაწელე პარტიებმა. საბჭოში ასევე იქნება სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სამი წარმომადგენელი.

სრ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სომხეთის რესპუბლიკაში საბჭოს შემადგენლობაში დამატებით წევრად, საკონსულტაციო ხმის უფლებით შეიძლება მოცულ იქნენ  ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული სისტემის განმტკიცების, კანონმდებლობის სრულყოფის,  სასამართლო სისტემის განვითარების სფეროებში წარმომადგენლის დასახელებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში სრ-ში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების ორი წარმომადგენელი.

საბჭოს მხრიდან  საკონკურსო პროცედურით ჩამოყალიბდება და იმოქმედებს ხუთი წევრისაგან შემდგარი  საკონსტიტუციო რეფორმის პროფესიული კომისია. კომისიის წევრების არჩევა მოხდება საბჭოს მიერ, საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად.

გადაწყვეტილების თანახმად, იუსტიციის მინისტრმა ერთი თვის ვადაში უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს შექმნის,  საბჭოს ინდივიდუალური შემადგენლობის და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების პროექტი.

ნახეთ მეტი
Back to top button