
10 დეკემბერს მოსკოვში გამართული „3+3“-ის პირველი ოფიციალური შეხვედრის მასპინძელმა ადვილად იპოვეს გამოსავალი და მოიხსნეს ის უხერხულობა, რაც გამოიწვია საქართველოს უარმა ამ პროექტში მონაწილეობაზე – საქართველოს დროშა გამოფინეს მონაწილე სახელმწიფოების: რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დროშების გვერდით.
ასეთი მოსაზრება გამოთქვა „არმინფოს“ კორესპოდენტთან საუბრისას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორმა, კონფლიქტის ექსპერტმა ამირან ხევცურიანმა.
„წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, ეს მოვლენა შეიძლება ჩაითვალოს სასაცილოდ. შინაარსმოკლებული არ ყოფილა მისი აღქმა იუმორისტული თვალსაზრისითაც. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საქართველოსთვის ხუმრობა არ არის, როცა საქმე ეხება კრემლის განზრახვებსა და გეგმებს. რა გზავნილი მიიღო ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვისგან, რას ელოდება მისგან უახლოეს მომავალში? “3+3“-ში თბილისის გაწევრიანებაზე უარი მისთვის უაზრო საუბარია, ადრე თუ გვიან რუსეთი აიძულებს საქართველოს შეუერთდეს ამ ფორმატს“, – მან თქვა.
საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატეგორიულად მიუღებელ ვითარებაში საკვანძო მომენტად ხევცურიანი დასავლეთის აქტიური მონაწილეობის გარეშე რეგიონული პროცესების განვითარებას მიიჩნევს. და მეტიც, სრულიად გაუგებარია, რა მიზეზების გამო უნდა შეუერთდეს პროდასავლური მისწრაფებების მქონე საქართველო სამი არადემოკრატიული სახელმწიფოს ეგიდით შექმნილ ალიანსს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა „3+3“-ის ერთ-ერთ ინიციატორს საქართველოს ტერიტორიის 20%-ი კვლავ უკავია“.
პროფესორი „3+3“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას საქართველოს ხელისუფლების მორიგ, სერიოზულ გამოწვევად აფასებს, გამოწვევას, რომელიც შესაძლოა მისთვის საბედისწერო გახდეს, რადგან საკითხი ექსკლუზიურად გეოპოლიტიკურია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მიერ გამოცხადებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზს. მან ასევე აუცილებლობად მიიჩნია საქართველოს დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა. რაც, ხევცურიანის აზრით, კონკრეტული ნაბიჯებით უნდა გამოიხატოს, რადგან საქართველო რჩება ერთადერთ ქვეყანად რეგიონში, რომელიც ჯერ კიდევ ნათლად აცხადებს თავის ერთგულებას დასავლური ხაზის მიმართ.
„რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენად ეფექტური იქნება დასავლეთი, რამდენი დრო დასჭირდება საქართველოს გაუძლოს მოსკოვის ძლიერ ზეწოლას. დღეს ერთი რამ ცხადია: საქართველოს პოტენციალიც არ არის უსაზღვრო და, რა თქმა უნდა. “3 + 3″ფორმატზე საუბრისას არ შემიძლია არ შევეხო სომხეთის თემას, რომლის ბედიც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ “3 + 3” ფორმატში სომხეთი ტოვებს „კავკასიელი ტყვეს“ შთაბეჭდილებას“, – დაასკვნა ხევცურიანმა.