პოლიტიკა

რუსი სამშვიდობოების ყოფნის გამო მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა. ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციაში სამშვიდობოების ყოფნის გამო, ჰუმანიტარული მდგომარეობა მთიან ყარაბაღში გაუმჯობესდა. ამის შესახებ “არმენპრეს”-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფართოებული კოლეგიის სხდომაზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

„ერთ წელზე მეტია ჩვენი სამშვიდობოები ეხმარებიან მთიან ყარაბაღში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ძირითადად მათი ძალისხმევით, გაუმჯობესდა ჰუმანიტარული მდგომარეობა, განნაღმული იქნა მთელი რიგი ტერიტორიები, აღდგა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები და შენარჩუნდა ისტორიული და კულტურული ძეგლები“, – განაცხადა მან.

პუტინმა სამშვიდობო პერსონალს პროფესიონალიზმისა და გამძლეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნახეთ მეტი
Back to top button