მთავარისაზოგადოება

„საბავშვო ევროვიზია 2022“ – სომხეთში

ევროპის მაუწყებელთა კავშირი და სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია ოფიციალურად აცხადებენ, რომ 19 დეკემბერს პარიზში გამარჯვების გამო მომავალ წელს მე-20 საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი გაიმართება სომხეთში.

საბავშვო ევროვიზიის მე-19 კონკურსზე 14 წლის მალენას სიმღერამ „ქარი ქარი“ 224 ქულით გაიმარჯვა. მთავარი პრიზისთვის 19 ქვეყნის წარმომადგენელი იბრძოდა.

ეს სომხეთის მეორე გამარჯვებაა ამ კონკურსში. 2022 წელს სომხეთი საბავშვო ევროვიზიას მეორედ უმასპინძლებს.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ ოსტერდალმა თავის გამოსვლაში აღნიშნა. „სომხეთის საინტერესო, მაღალი კლასის და თანამედროვე შემსრულებელმა შეჯიბრს ახალი ნიშნული დაუწესა. სომხეთის ენთუზიაზმი კონკურსის მიმართ უსაზღვროა, მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ გამოთქვა სურვილი მომავალ წელს უმასპინძლოს მე-20 საბავშვო ევროვიზიას. ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან თანამშრომლობას, რათა ერთად მოვაწყოთ სპეციალური საიუბილეო შოუ“.

ნახეთ მეტი
Back to top button