ეკონომიკა

ხელისუფლება ზემო ლარსის გზის ალტერნატივას ეძებს

სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას სთავაზობს  პროექტს, რომლის მიხედვიტაც იმ სომხურ კომპანიებს, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ ფოთი-კავკასიის პორტი-ფოთის მიმართულებით, აუნაზღაურონ  გადაზიდვის დანახარჯები.

ამის შესახებ „არმპრესს“ აცნობეს სამართლებრივი აქტებისპროექტების  „e-draft“ ერთიანი  ვებგვერდიდან.

აღნიშნულია, რომ პროექტის მიღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სტეფანწმინდა-ლარსის გზატკეცილი, ერთადერთი მოქმედი სახმელეთო მარშრუტი რუსეთიდან სომხეთამდე, რეგულარულად იკეტება არახელსაყრელი ამინდის გამო.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბორანის გამოყენება, რომელიც განიხილება ზემოაღნიშნული სახმელეთო მარშრუტის ალტერნატივად, უფრო ძვირი ჯდება ტვირთგამზიდავებისთვის, მან შესაძლოა შეამციროს სომხური პროდუქციის კონკურენტუნარიანობა უცხოურ ბაზრებზე, მთავრობის მიერ დანახარჯების ანაზღაურება ხელს შეუწყობს ტვირტგადაზიდვის ნაყოფიერების ამაღლებას“, – ნათქვამია პროექტში.

ნახეთ მეტი
Back to top button