მთავარისაზოგადოება

81 სამეცნიერო სტატია 1 წელიწადში: იუნესკო სომხეთს ასტრონომიის დარგში ლიდერად მიიჩნევს

2021 წელში დამყარდა  ასტრონომიული სტატიების რეკორდი. სომეხმა ასტრონომებმა გამოაქვეყნეს 81 სტატია ადგილობრივ და საერთაშორისო პერიოდულ გამოცემებში. შედარებისთვის, რამდენიმე წლის წინ ეს რიცხვი საგრძნობლად ნაკლები იყო, 2014 წელს – 26, 2015 წელს – 17 და ა.შ.

ბიურაკანის ობსერვატორიის დირექტორი არეგ მიქაელიანი ამბობს, რომ სომეხი ასტრონომების 30% ახალგაზრდაა, ასტრონომის თქმით, ეს რიცხვი საკმაოდ დამაიმედებელია მეცნიერების განვითარებისთვის. მიქაელიანი წარმოგიდგენთ “სიმაგოს” საერთაშორისო მონაცემთა ბაზის მაჩვენებლებს. მასში წარმოდგენილია 200 ქვეყნის მაჩვენებლები სხვადასხვა სფეროში. ამის მიხედვით სომხეთი ფიზიკისა და ასტრონომიის სიაში 60-ეა, ხოლო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის სიაში 41-ე. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დამაიმედებელია, მაგრამ უფრო დაბალია, ვიდრე 1996 წელს, როდესაც სომხეთი იმავე სფეროებში შესაბამისად 45 და 30 ადგილზე იყო.

„ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ასტრონომების რაოდენობით. სომხეთში 54 ასტრონომია, 1 მილიონ მოსახლეზე თურმე 18 ასტრონომია და ამ ინდექსით მე-9 ვართ მსოფლიოში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსოფლიოს ბევრ სხვა წამყვან ქვეყანაში, საშუალოდ, ნაკლები ასტრონომია, ვიდრე სომხეთში“, – ამბობს არეგ მიქაელიანი.

გასულ წელს ბიურაკანის ობსერვატორია 23 ქვეყანასთან თანამშრომლობდა და არაერთი პროექტი განახორციელა. დირექტორის თქმით, ეპიდემიას ხელი არ შეუშალა, პირიქით, ხელი შეუწყო მეტი სამეცნიერო სტატიების დაწერას და ონლაინ პლატფორმაზე კავშირების დამყარებას, სამეცნიერო მოხსენებების მომზადებას, სადაც, სხვათა შორის, სომხეთი აბსოლუტური ლიდერია მსოფლიოში.

„ნება მიბოძეთ გითხრათ გასაკვირი ფაქტი, რომელსაც იუნესკო იძლევა ყოველწლიურ სამეცნიერო ანგარიშში. სომხეთი პირველია სამეცნიერო შედეგებით, ანუ სომეხი მეცნიერი, რომელსაც ასე მცირე დაფინანსება აქვს სომხეთში, აფიქსირებს ასეთ მაღალ საერთაშორისო ინდექსს  ასტრონომიის სფეროში“, – განაცხადა არეგ მიქაელიანმა.

ბიურაკანის ობსერვატორიას 50 ჰექტარი ფართობი უკავია და 104 თანამშრომელი ჰყავს. ობსერვატორიის სახელმწიფო დაფინანსება თვეში 1,5 მილიონი დრამია. საკუთარი რესურსებით ფულის შოვნის მხრივ 2021 წელი რეკორდულია, ექსკურსიებიდან გამომუშავებული თანხა 20,5 მლნ დრამია. არეგ მიქაელიანის თქმით, ეს არის ობსერვატორიის 5 წლის წინ მიღებული პოლიტიკის შედეგი, რომ ხაზი გაესვას ობსერვატორიაში ვიზიტებს. უახლოეს მომავალში ბევრი რამ არის გასაკეთებელი,  არეგ მიქაილეიანი გამოყოფს რამდენიმეს: სომხეთში ინტერდისციპლინარული მეცნიერებების განვითარება, თანამედროვე სადამკვირვებლო მოწყობილობების ნაკლებობის შევსება, ობსერვატორიაში პერსონალის შემოდინების უზრუნველყოფა.

ნახეთ მეტი
Back to top button