ეს ომი არ ყოფილა რელიგიური და არც შეიძლება ყოფილიყო: ინტერვიუ სომხეთის პრეზიდენტთან
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთიანი ყარაბაღის ომს ან კონფლიქტს ოდესმე რელიგიური ელემენტები ჰქონია. ასეთი მოსაზრება სარგსიანმა„ Asia Times“-თან ინტერვიუში გამოთქვა, იტყობინება პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.
სარქისიანმა პასუხი გასცა კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აზრს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტი რელიგიურ ელემენტებს შეიცავს, რადგანაც როგორც სომხეთი გმობს აზერბაიჯანის მიერ არცახის რესპუბლიკაში ეკლესიების შეურაცხყოფას, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტი უჩიოდა, რომ სომხეთმა სადავო ტერიტორიებზე სულ მცირე „70 მეჩეთი“ გაანადგურა.
„ეს არ არის რელიგიური ომი. დანგრეულია 70 მეჩეთი? არ ვიცი, თქვენგან გავიგე პირველად. ძალიან კონკრეტული უნდა იყოთ. სომხური ეკლესიების შემთხვევაში ყველაფერი ძალიან სპეციფიკურია. ეს ეკლესიები არის იქ, სადაც ისინი იყვნენ ასობით და ათასობით წლის განმავლობაში. ზუსტად ვიცით რომელი განადგურდა. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს სომხური ეკლესიების, მემკვიდრეობისა და კულტურის ნგრევის აღრიცხვაზე, უპირველეს ყოვლისა, ოსმალეთის იმპერიაში, თურქეთში“, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
სარგსიანმა აღნიშნა, რომ პირადად მიესალმა შუშის მეჩეთის სრულ განახლებას, რომელიც საბოლოოდ დასრულდა სომხებისა და მაჰმადიანების მხარდაჭერით. სრ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანელები ერთ ეკლესიას მაინც აღადგენენ, კითხვის დამსმელმა ჟურნალისტმა უნდა გამოუგზავნოს მისი ფოტო.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გსურთ შეადაროთ დამოკიდებულება რელიგიურ თემასთან მაშინ თქვენ გეცოდინებათ, რომ არ არსებობს სომეხი, რომელიც საყვედურს გამოთქვამდეს ირანში სომხური ეკლესიების ნგრევასთან და განადგურებასთან დაკავშირებით. არ გსმენიათ, არა, ასეთი რამ? ფაქტია, რომ ისტორიის მანძილზე ირანში იცვლებოდნენ რეჟიმები და მთავრობები, მაგრამ ირანში სომხური თემები მუდამ ვითარდებოდნენ, ირანი თანხებს ხარჯავს სომხური ეკლესიების განახლებაზე”, – თქვა სარგსიანმა მაგალითად მოიყვანა თეირანის ცენტრში მდებარე კლუბი „არარატი“.
კითხვაზე, თურქეთმა სირიიდან დაქირავებულები ჩამოიყვანა, სომხეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და თვითონ პრეზიდენტმაც მათ „ისლამისტი ტერორისტები“ უწოდა, გააღრმავებს თუ არა ეს ნაპრალს ქრისტიანულ და მუსულმანურ ქვეყნებს შორის? სარქისიანმა უპასუხა:
„ირანმაც კი აღიარა რომ სირიაში არიან დაჯგუფებები, რომლებსაც არა თუ მე, არამედ სხვების კი უწოდებენ „ისლამისტ ტერორისტებს“.
„თურქეთმა მოიყვანა დაქირავებულები, ადამიანები, რომლებიც ფულის გამო კლავენ. ისინი შეიძლება იყვნენ ქრისტიანები, მუსულმანები ან ბუდისტები ან ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენლები. არ აქვს მნიშვნელობა რელიგიას, რადგან რასაც ისინი აკეთებენ შეცდომაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
„ტერორისტი კვლავ ტერორისტად რჩება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი რელიგიის წარმომადგენელია ის“, – დაასკვნა პრეზიდენტმა.