საზოგადოება

კიდევ 68 გარდაცვლილი და 2 164 ახალი შემთხვევა – 23 დეკემბრის კოვიდსტატისტიკა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 68 ადამიანი, 3 767 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 43 437 კვლევა, აქედან 25 020 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 18 417 PCR-ით. 22 დეკემბერს აიცრა 12 351 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,98%-ია, ბოლო 14 დღის – 6,43%-ია, 7 დღის – 5,94%.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 918 641 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 873 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 13 289 კი გარდაიცვალა.

ნახეთ მეტი
Back to top button