პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ყარაბაღში “საიდუმლო” ვიზიტით იმყოფებოდა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, დედაქალაქის რეგიონის ილ-დე-ფრანსის ხელმძღვანელი ვალერი პეკრესი, რომელიც სომხეთში ვიზიტით იმყოფება, მთიან ყარაბაღს ეწვია.
France Télévisions-ის პოლიტიკური მიმომხილველი ჟიულიენ ნენი, ტვიტერზე წერს პეკრესის 22 დეკემბრის ვიზიტის შესახებ.
„ვალერი პეკრესი დღეს მთიან ყარაბაღს ეწვია. იგი შეხვდა ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს“, – წერს ის.
ჟურნალისტის თქმით, ეს მოგზაურობა არ გააშუქა სომხეთში მყოფმა ფრანგულმა მედიამ, მათ შორის France TV-მ, უსაფრთხოების მიზნით.
მანამდე RUSARMINFO იტყობინება, რომ ვალერი პეკრესმა ერევანში გამართულ ბრიფინგზე მოუწოდა აზერბაიჯანს დააბრუნოს ყველა სომეხი ტყვე.