საზოგადოება

სომხეთისთვის რუსული გაზის ტარიფი 2022 წელს უცვლელი დარჩება. მჰერ გრიგორიანი

 სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი 2022 წელს უცვლელი დარჩება – 165 დოლარი 1000 კუბური მეტრის მიმართ. როგორც “არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

„რუსული გაზის ამჟამინდელი ფასი საზღვარზე 2022 წელს უცვლელი დარჩება. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებზეც შეთანხმება აუცილებელია. პირველი არის ჰრაზდანის თბოსადგურის მეხუთე ენერგობლოკის საკითხი, მეორე კი გაზის კალორიულობის გაანგარიშება ტარიფში. ამ საკითხების გარშემო დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ გაზის ტარიფი დადგენილი და გახანგრძლივებულია“, – განაცხადა მჰერ გრიგორიანმა, იტყობინება TASS.

ნახეთ მეტი
Back to top button